მთავარი საქართველო და მსოფლიო არმია რეგისტრაცია

შესვლა

მოგესალმები სტუმარი | RSSორშაბათი, 2024-05-13, 2:32 PM
საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
რეკლამა საიტზე
თხოვნები
ქართული არმია
სხვა ქვეყნების არმია
მოიერიშე შაშხანები
ავიაცია
საქართველოს ისტორია
ისტორია
წლის საუკეთესო ვიდეო
შემთხვევითი ფოტო

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » კოლხური ცული
2:23 PM
კოლხური ცული

კოლხური ცული

კოლხური ცული უნივერსალური იარაღი იყო. იყენებდნენ როგორც სამეურნეო ცხოვრებაში, ისე საომრად. გრაფიკული დეკორით შემკულ ცულებს საომარი და საკულტო დანიშნულება ჰქონდა. კოლხურმა ცულმა განვითარების ხანგრძლივი და რთული გზა განვლო. ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნაზე იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდა და არსებითად არ შეცვლილა. კოლხური ცული გვხვდება სამარხებში (თლი, ყობანი, პალური, მუხურჩა, ყულანურხვა, ოჟორა), განძებში (ორდუ, ბიჭვინთა, ლიხნი, ოყურეში და სხვა). სულ 100-ზე მეტი განძია. ყველაზე ადრეული კოლხური ცულის შემცველი განძებია ურეკის, პილენკოვოს, ბიჭვინთის, გაგრის ერგესი, მახუნცეთისა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი (თაგილონის განძი, თელოვნის განძი), 30-იან წლებში მას კოლხური ცული უწოდეს. დაადგინეს (ბ. კუფტინი, ო, ჯაფარიძე, დ. ქორიძე, თ. მიქელაძე), რომ ამ ცულების სამშობლო კოლხეთია.

კოლხური ხელცულით ხორციელდება ჩეხვითი დარტყმები. ასევე ხდება მისი კავისებური გამოყენება – მოწინააღმდეგის იარაღის ართმევის მიზნით.

კატეგორია: საქართველოს ისტორია | ნანახია: 1817 | დაამატა: MYTHOLOGY | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
ჯარისკაცი ხარ?
Total of answers: 64

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024Make a free website with uCoz